გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

24-01-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ხაშურში უკანონო სახერხი გამოავლინეს. ერთი ერთეული ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული. სახერხის ტერიტორიაზე, 33 ცალი წაბლის სახეობის მორი, 13.8 მ3 წიფლის, 9.2 მ3 მურყანისა და 6.7 მ3 წაბლის სახეობის ფიცარი იყო განთავსებული.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ხაშურში უკანონო სახერხი გამოავლინეს. ერთი ერთეული ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული. სახერხის ტერიტორიაზე, 33 ცალი წაბლის სახეობის მორი, 13.8 მ3 წიფლის, 9.2 მ3 მურყანისა და 6.7 მ3 წაბლის სახეობის ფიცარი იყო განთავსებული.


 საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის პოლიციის სამმართველოში გადაიგზავნა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახერხი საამქროს რეგისტრაციის გარეშე მონტაჟს გულისხმობს.