24-01-2019
მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ფეხით მოსიარულე კაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით ის გზაზე გადადიოდა. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.