გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქვეყანამ გრიპის ვაქცინის დამატებითი მარაგი მიღო

24-01-2019

სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ვაქცინაციის მარაგის გადანაწილების საკითხი განიხილეს.


შემოსული მარაგიდან 3000 ვაქცინა ორსულებს მოხმარდება, 1000 კი-სხვა მაღალი რისკის მქონე ადამიანებს.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყველაზე უფრო დიდი რისკის ჯგუფს ორსულები წარმოადგენენ.


„დღევანდელ თათბირზეც მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის მარაგის უმეტესობა მოხმარდება ორსულ ქალბატონებს.


ყოველგვარი სასყიდლის გარეშე პირველ რიგში აიცრებიან ორსულები და შემდგომ სხვა რისკ ჯგუფის ადამიანები“-განაცხადა გამყრელიძემ.


მისივე თქმით, ამ სეზონზე ვაქცინების შეძენის პროცესში კერძო სექტორიც ჩართულია, რომელმაც დამატებით 5000 ვაქცინა შეიძინა.