გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორის მერია: 2019 წელს კარალეთის დევნილთა დასახლებას 4 მილიონამდე ლარი მოხმარდება

25-01-2019

კარალეთის დევნილთა დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაციას 3 889 930 ლარი მოხმარდება, - ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ გორის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 


მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მალე დაიწყება. გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 23 იანვარს გამოაცხადა.


წინადადებების მიღება 8 - დან 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი ჯამში 6 990 მეტრი სიგრძის გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის კიუვეტები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ წყლის შეგროვებას და არსებულ გრუნტის არხში გადატანას.


რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 3000 - მდე ბენეფიციარი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით განხორციელდება.