გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მომავალი წლიდან დიზელის საწვავის ევრო-5 ნორმის ხარისხი დაინერგება

27-01-2019

„2019 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 4 ნორმამდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლოდან იგი ევრო 5-ს მიაღწევს“-ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.


„ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან ერთად საავტომობილო გამონაბოლქვის სიდიდესა და ტოქსიკურობაზე უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენს საწვავის ხარისხი. ბოლო პერიოდში საწვავის ხარისხი ქვეყანაში პრაქტიკულად ყოველწლიურად უმჯობესდება. 2017 წლიდან ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება.


ეტაპობრივად უმჯობესდება დიზელის ხარისხიც. 2019 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 4 ნორმამდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლოდან იგი ევრო 5-ს მიაღწევს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი დამბინძურებლები, როგორიცაა გოგირდის ორჟანგი და ბენზოლი დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნორმის ფარგლებშია.


აღსანიშნავია საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებაც. გასულ წლებთან შედარებით, როდესაც წლის განმავლობაში მხოლოდ 30-მდე ავტოგასამართ სადგურზე ხდებოდა ხარისხის კონტროლი, 2018 წელს საწვავის ხარისხი 143 სადგურზე შემოწმდა“-აცხადებენ სამინისტროში.