28-01-2019
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში 29 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„ზუსტად არაფერი არ ვიცით, რამოხდა. ეს ადამიანი იყო ძალიან პატიოსანი და მისგან ცუდი არავის გვახსოვს. ისიც არ ვიცით როდის მოხდა ეს ფაქტი, დილით ნახა მეზობელმა“- ამბობენ სოფელ ჩოჩხათში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანსას გულისხმობს.