გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

28-01-2019

ბათუმის მერიის შენობასთან გარემოვაჭრები აქციას მართავენ. შეკრებილები ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან შეხვედრას და განმარტებებს ითხოვენ.


მათივე ინფორმაციით, აინტერესებთ რატომ მოხდა გვიან ღამით წერეთლის ქუჩაზე დახლებისა და ჯიხურების აღება. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ შეთავაზებული ალტერნატიული ფართი მათვის მიუღებელია და იქ ვაჭრობას ვერ შეძლებენ.


„აქციაზე იმიტომ მოვედით, რომ თავად ბათუმის მერმა გაგვცეს პასუხი. რატომ აიღო დახლები სად წავიდეთ? ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს არის",- განაცხადა აქციის მონაწილემ.


ბათუმის მერიის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.


 ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში, გარემოვაჭრეთა დახლებისა და ჯიხურების აღების სამუშაოები მიმდინარეობდა.




interpressnews