გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აბიტურიენტებისთის მისაღები მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება

28-01-2019

ახალი საგამოცდო სისტემის პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ყურადღება ქართული ენისა და ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


მინისტრის თქმით, 2020 წელს, ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.


„ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია. მშობლიური ენის გაძლიერება, ეს არის ჩვენი ამოსავალი, ჩვენი კულტურა და ჩვენი მომავალი. არ შეიძლება ჩვენი იდენტობა, თვითმყოფადობა და კულტურული ფასეულობები დავკარგოთ “ - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, არასწორი იყო ინფორმაცია, თითქოს ქართული ენის გამოცდის გაუქმება იგეგმებოდა. მინისტრის თქმით, პირიქით, ეს კომპონენტი, როგორც სასკოლო პროცესში, ასევე საგამოცდო დონეზე ძლიერდება.