28-01-2019
ბათუმში გარემოვაჭრეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, მოქალაქე პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გარემოვაჭრეები ბათუმის მერიის შენობიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ, სადაც სამართალდამცველებსა და გარემოვაჭრეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ისინი წერეთლის ქუჩის მიმართულებით ცდილობენ გადაადგილებას, სადაც წუხელ ბათუმის მერიის თანამშრომლებმა დახლები და ჯიხურები აიღეს.
ბათუმის მერიის შენობასთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.