კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
რეზო აფხაზავა: კატის გამოცდები არარელევანტური იყო

28-01-2019

განათლების ექსპერტის, რეზო აფხაზავას შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კატის გამოცდები გასაუქმებელი იყო და ამაზე დიდი ხანია ლაპარაკი მიდის.


„ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება სკოლის დონეზე შეფასების ჩამოტანას, ესეც მნიშვნელოვანია, თუმცა აქ ძალიან სერიოზული ხარვეზებია და ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოები იქნება განსახორციელებელი იმიტომ, რომ კატის გამოცდები ადასტურებდა რომ არარელევანტური იყო და არ ასახავდა იმ შედეგებს, რასაც მოსწავლეები აღწევდნენ.


ძალიან ბევრი სკოლის შედეგებით ვნახულობთ, რომ ბავშვები ისე გადადიან კლასიდან კლასში, რომ საბოლოო ჯამში ელემენტარული ბარიერის დაძლევაც უჭირთ. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ სასკოლო შეფასება იყო მთლიანად მოშლილი. კატის გამოცდების გაუქმებასთან ერთად უნდა განვითარდეს სასკოლო შეფასება, უნდა გახდეს სანდო და ობიექტური. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სისტემას, როდესაც 100 პროცეტი მოსწავლეების ამთავრებენ და იღებენ ატესტატს, რაც ბუნებაში შეუძლებელია. თუმცა საქართველოში ეს ხდებოდა რადგან შეფასების სიტემა იყო მოშლილი“ - აცხადებს რეზო აფხაზავა, რომელიც საგამოცდო ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.