გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ეს ადგილები საქართველოს ეკლესიას მიეკუთვნება“ - მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

18-12-2017

„იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასმულ კიტხვასაც გასცა პასუხი. მსოფლიო პატრიარქმა ბრძანა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია პოლიტიკური საკითხია და მსოფლიო საპატრიარქო პოლიტიკით არ არის დაკავებული, თუმცა ეკლესიურად მიაჩნია, რომ „ეს ადგილები მიეკუთვნება საქართველოს ეკლესიას“:

„ამ პრობლემას აქვს პოლიტიკური სარჩული და მსოფლიო საპატრიარქო პოლიტიკით არ არის დაკავებული, მაგრამ ეკლესიურად მიგვაჩნია, რომ ეს ადგილები მიეკუთვნება საქართველოს ეკლესიას. ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს ეკლესიასთან ამ საკითხებზე და ბოლოს, როდესაც კონსტანტინოპოლში ვისაუბრე ამ საკითხზე მის უნეტარესობასთან, გვითხრა, რომ გავაგზავნი ერთ-ერთ ქორეპისკოპოსს, შეიძლება მეც წავიდეო. მაშინ ჩვენ, როგორც მსოფლიო საპატრიარქომ, გამოვთქვით სურვილი დავხმარებოდით და გაგვეგზავნა ჩვენც ერთი ეპისკოპოსი, არა იმისთვის, რომ დავუფლებოდით ეპარქიას, რომელიც არ გვეკუთვნის, არამედ დავხმარებოდით დროებითი დაბრკოლების მოგვარებაში. ეს ვერ განხორციელდა, რამდენადაც ვიცი, ვერც მისმა უნეტარესობამ გაგზავნა იქ ქორეპისკოპოსი. მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია მისი ერთი ეპისკოპოსის მეშვეობით ახორციელებს მღვდელთა ხელდასხმას, ანუ აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ვისურვებ, მოწესიგდეს ეს საკითხი, ვისურვებ, რომ ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს და არასდროს შელახოს ეს საზღვრები“, - ბრძანა ბართლომე პირველმა.

წყარო: newposts