გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი 13 ათასი, მინისტრი 11 050, პარლამენტის წევრი 9 425 ლარი-თანამდებობის პირთა ხელფასი

18-12-2017

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში პარლამენტში მთავრობამ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. 
ამ მომენტისთვის კანონპროექტი პირველი მოსმენით არის მიღებული.

კანონპროექტით შემოთავაზებულია თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის ახალი სისტემა, რომელიც გულისხმობს თანამდებობრივი კოეფიციენტებისა და საბაზო თანამდებობრივი სარგოს ცნებების შემოღებას, აგრეთვე აწესებს სახელფასო დანამატისა და ჯილდოს ზღვრულ ოდენობებს და გაცემის საფუძვლებს.

საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების ახალ წესთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია თუ რამდენი იქნება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მაქსიმალური ყოველთვიური შრომის ანაზღაურება კანონპროექტის შესაბამისად.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მაქსიმალური ყოველთვიური შრომის ანაზღაურება (სარგო, დანამატი, ჯილდო) 13 ათასი ლარი; მინისტრის და სახელმწიფო მინისტრის - 11 050 ლარი; ხოლო პარლამენტის წევრის შემთხვევაში - 9 425 ლარი იქნება. 

ფოტოზე შეგიძლია იხილოთ, თუ როგორი იქნება კანონპროექტის მიხედვით სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მაქსიმალური ყოველთვიური შრომის ანაზღაურება (სარგო, დანამატი, ჯილდო): 
bpn


წყარო: "გურიის მოამბე"