გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დააკავეს ჯარისკაცი, რომელმაც ბათუმში მეორე ჯარისკაცი დაჭრა

1-02-2019

ჯარისკაცის დაჭრის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს. ის ბათუმში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეა. სამხედრო მოსამსახურემ მეორე ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან, 22 იანვარს დაჭრა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 


ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.


რაც შეეხება დაჭრილ ახალგაზრდა ჯარისკაცს, ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში განაგრძობს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ტრავმული შოკის გამო, პაციენტი მართვით სუნთქვაზეც იყო. დაშავებულს ჭრილობა ხელის არეში ჰქონდა. 23 წლის ჯარისკაცი სამხედრო სამსახურში 8 თვეა მსახურობდა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილი უნებლიე გასროლას ჰქონდა.


საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებდა.