გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2018 წლის დეკემბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 14%-ით გაიზარდა

1-02-2019

2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.6 პროცენტი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს ინფრომაციით, დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ. 2018 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტის 14.0 - პროცენტით გაიზარდა და 328.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.


იმპორტი შემცირდა 2.7 პროცენტით და 816.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. სამინისტროს ინფორაციით, 2018 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 3.4 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 22.9 პროცენტით გაიზარდა.


2018 წლის დეკემბერში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 7.2 პროცენტით (13.4 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 199.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს 3.2 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 18.4 პროცენტით გაიზარდა.