1-02-2019
2000 წელს დაბადებული ახალგაზრდა, რომელიც გორის რაიონში, სოფელ ქიწნისთან მომხდარი ავარიის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. დაღუპული 18 წლისაა.
სოფელ ქიწნისთან გუშინ "ოპელის" მარკის ავტომანქანა ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 19 და 23 წლის ორი მამაკაცი.
ავარიის დროს გარდაცვლილი სამივე ახალგაზრდა გორის რაიონის, სოფელ ტყვიავის მკვიდრი იყო. გარდაცვლილები არიან თორნიკე გიგუაშვილი (საჭესთან), გიორგი მერებაშვილი, რომელმაც შარშან დაამთავრა სკოლა და ტყვიავის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი დავით ცოტნიაშვილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.