გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანაკლიის ბულვარში პალმების ნაწილი დაავადდა

1-02-2019

ანაკლიის ბულვარში პალმების დაავადება დაფიქსირდა. განაცხადა შპს „ანაკლია-განმუხური რესორთის“ დირექტორის მოადგილე კობა ქარჩავამ, ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე. მისი თქმით, აფხაზეთში პალმები მასიურად დაავადდა. კვლევები თავადაც ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ოთხი მათგანი დაზიანებულია. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს. 


„ერთ კვირაში გვეცოდინება, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. დაზიანებულია ასევე აკვაპარკთან გაშენებული ფიჭვნარიც“, - აღნიშნა მან.


12 ოქტომბერს სოხუმში დილით, ლეონის პროსპექტზე მავნებლის მიერ დაზიანებული 7 პალმა მოჭრეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს, თუმცა დახმარებაზე შეთავაზებას სოხუმის მხრიდან გამოხმაურება არ ჰქონია.


აფხაზეთში პალმების გადასარჩენად მოქალაქეებმა თანხის შეგროვება დაიწყეს.