გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამი დღის წინ დაკარგულ 71 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

18-12-2017

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში დაკარგულ 71 წლის ზაურ ხურციას ამ დრომდე ეძებენ. მისი მეუღლის შორენა ხურციას თქმით, იგი საღამოს ხუთ საათზე სამსაურიდან წავიდა და  მას მერე სადარაჯოზე არავის აუნახავს.

დაკარგულის ახლობლის ზურაბ მაღნარაძის ინფორმაციით, ხურციამ მასთან ივახშმა და იქაურობა არაფხიზელ მდგომარეობაში დატოვა. სწორედ იქ იკარგება მისი კვალი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცის ინტენსიური ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

71 წლის მამაკაცი სამი დღის წინ დაიკარგა. იგი ფოთის მკვიდრია და სოფელ შავღელეში კარიერის დარაჯად მუშაობდა.

წყარო: რადიო "ათინათი"