4-02-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ უნიკალური ექსპონატები, მათ შორის ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები და უძველესი ხელნაწერები დაათვალიერა, რითაც მუზეუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისასალმებელია, რომ მუზეუმი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და სტუმრებსა და ტურისტებს სრულფასოვან შთაბეჭდილებას უქმნის არა მარტო სვანეთზე, არამედ მთლიანად საქართველოზე და მის უნიკალურ კულტურაზე.
სვანეთის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი 2016 წელს მსოფლიო მუზეუმების ათეულში შევიდა და მისი დამთვალიერებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.