გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„vz.ru“(რუსეთი): თბილისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბაჟო სუვერენიტეტს აღიარებს! ეს კარგი დასაწყისია...

5-02-2019

რუსული გამოცემის, «Взгляд»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხმაურება რუსულ პრესაში ორი დღის წინ გაჟღერებული მასალების თემას, კერძოდ, რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების - „საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ“ - პირობების რეალიზების დაწყებას.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ევგენი კრუტიკოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:


„გაჩნდა იომის ნიშნები, რომ თბილისი ემზადაა შეასრულოს მოსკოვთან დადებული სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი - შექმნას საბაჟო პუნქტები (პოსტები) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან. ამ საკითხს პრინციპული მნიშვნელობა აქვს - ტყუილად კი არ ამბობდა საქართველო უარს მის შესრულებაზე რვა წლის განმავლობაში. ეს პირდაპირ ეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას“, - წერს ავტორი.


პუბლიკაციაში გადმოცემილია რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წლის შეთანხმების ძირითადი პრინციპები და დანიშნულება, ამავე დროს ახსნილია, თუ რატომ გაჭიანურდა ორმხრივი დოკუმენტის დებულებების შესრულება თბილისისსა და მოსკოვის მიერ.


„დღეს საქართველო უკვე ეთანხმება საბაჟო პუნქტების გახსნას აფხაზეთის საზღვარზე (მდინარე ენგურზე) და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე (ცხინვალი-გორის ავტოგზაზე), რითაც ფაქტიურად აღიარებს აფხაზეთ//სამხრეთ ოსეთის საბაჟო სუვერენიტეტს მათ ტერიტორიებზე. სხვა საქმეა, რომ დღემდე გაუგებარია - რა ფორმით მიიღებენ ტვირთების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას აფხაზეთ//სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოების წარმომადგენლები? ასეთი კითხვა იმიტომ ისმება, რომ შეთანხმებაში ისინი ნახსენები არ არიან. ასე რომ, ჯერ-ჯერობით საკითხი ეხება მხოლოდ რუსეთის ახალი საბაჟო საზღვრის ფიქსაციას, აფხაზებისა და ოსების იურისდიქცია ბოლომდე განსაზღვრული არ არის.


ქართული მხარე ცდილობს ამ საკითხზე საერთოდ არ ისაუბროს, რადგან თვლის, რომ საბაჟო პუნქტების გადატანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე [„საქართველოს სიღრმეში“] თბილისის მიერ ისედაც სერიოზულ დათმობას წარმოადგენს და დიპლომატიურ მარცხს უთანაბრდება. მოვლენების ასეთი დინამიკა, როცა აფხაზეთ//სამხრეთ ოსეთთან საბაჟო პოსტები მათი საზღვრის პარალელურად იქმნებიან, ეს ნიშნავს, რომ შორს აღარ არის მათი იურისდიქციის აღიარება. გასაგებია, რომ თბილისში ამაზე პოლიტიკური გარემოებების გამო არ ლაპარაკობენ, მაგრამ არა უშავს, ამის დროც მალე მოვა.

„საბაჟო საკითხი“ დიდი ხანია ორივე რესპუბლიკას აფორიაქებს, თუმცა ეს უფრო მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთისათვის, რომლის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, სომხურმა ტვირთებმაც უნდა გაიაროს. 2011 წლის შეთანხმება მხოლოდ საქართველო-რუსეთის მიერ არის ხელმოწერილი და შესაბამისად, დოკუმენტის სუბიექტები თბილისი და მოსკოვი არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ცხინვალისათვის საინტერესოა სახაზინო შემოსავლების მიღება „ტრანზიტისაგან“. აფხაზებისთვის ისევ აქტუალური რჩება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, რაც შეუძლებელია საბაჟო საკითხების დარეგულირების გარეშე. როგორც ჩანს, სამომავლოდ მოსკოვისა და თბილისის კონსულტაციებში სოხუმი და ცხინვალიც ჩაებმებიან.


საქართველოს მიერ აფხაზეთ//სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სტატუსის საკითხის ამოღება მოლაპარაკების ფორმატიდან - ეს ის ძველი პრაქტიკაა, რომელსაც თბილისი ჯერ კიდევ 1992-93 წლების მოლაპარაკების დროიდან ეყრდნობა. ამჟამად ეს უფრო პრინციპის საკითხია იმდენად, რამდენადაც თბილისი მზად არ არის პირდაპირი მოლაპარაკებისათვის სოხუმ-ცხინვალთან, „კოსოვოს პრინციპით“. ჟენევის „მარადიულ“ კონსულტაციებზეც მხოლოდ მსგავსი ტექნიკური შეთანხმებები შეიძლება იქნეს განხილული, შორს მიმავალი შედეგებით. ამასთან, თბილისს ისღა რჩება სასიხარულოდ, რომ კიდევ ერთხელ თავი აარიდა პირდაპირ მოლაპარაკებებს აფხაზეთ//სამხრეთ ოსეთის ძირითადი პოლიტიკური საკითხზე - ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების დადების მიზნით.


თბილისი, ეთანხმება რა საბაჟო პუნქტების დაარსებას, თავს არიდებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებად მოხსენიებას - 2011 წლის შეთანხმება მხოლოდ საქართველო-რუსეთს ეხებაო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: საბაჟოების შექმნაზე თანხმობა იმას ნიშნავს, რომ თბილისი მაინც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბაჟო სუვერენიტეტს. ეს კარგი დასაწყისია, ბატონებო - Это хорошее начало, батонебо“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.