გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარიამ და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს

5-02-2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - ტოივო კლაარს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.


გიორგი გახარიამ, ტოივო კლაართან საუბრისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მხრივ გამოკვეთილ გამოწვევებსა და ოკუპაციის ხაზზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალების მიერ თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.