5-02-2019
რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ნიქოზიდან გატაცებული მამა დავით დურგლიშვილის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. რუსმა ოკუპანტებმა, სასულიერო პირი მაშინ აიყვანეს, როცა ის საქართველოს კონტროლირებად მხარეს სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა.
წინასწარი ინფორმაციით, მას უკანონოდ საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.
„რუსთავი 2“ - თან საუბრისას დაკავებული მამაოს მეუღლე ამბობს, რომ მამა დავით დურგლიშვილი კუთვნილ ყანაში მუშაობდა.
„ნიქოზში იყო მამაო, სადაც ყანა გვითესია. გვიან დამირეკეს და მითხრეს, რომ წაიყვანესო. რა მოხდა არ ვიცი. ამბავი იმ პირებმა შემატყობინეს, ვინც მამაოს ეხმარებოდა, ოფიციალური პირები არავინ დამკავშირებია“ - აცხადებს მამა დავით დურგლიშვილის მეუღლე.
როგორც ცნობილია ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მამაოს გასათავისუფლებლად. გამორიცხული არ არის, რომ ის დღესვე გაათავისუფლონ.