გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რას ყვებიან მეზობლები კაცზე, რომელმაც გორში 14 წლის შვილი გააუპატიურა

5-02-2019

გორში 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, მისი 39 წლის მამა დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ ამ ოჯახის შესახებ ცუდი არაფერი გაუგიათ და არც ამ შემთხვევის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. 

არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში.

"არასოდეს არაფერი გამიგია. კაი, წყნარი ოჯახი იყო. არავის არაფერს უშლიდნენ.

გარეთ რომ გამოდიოდნენ, ჩვეულებრივი ნორმალური ოჯახი იყო. არც გამიგია და არც მინახავს. ახლა ლაპარაკობენ რაღაცებს... მშრომელი ბიჭი იყო. ცუდი ადამიანი არ იყო. შიგ რა ხდებოდა, მე არ ვიცი", - ამბობს ოჯახის მეზობელი. 

"არც ჩემს ოჯახში მინდა ჩაერივნონ და არც მე ვერევი სხვის ოჯახში. მოძალადე რა, თავში ტვინი არ აქვს", - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

''გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა.

ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს'', - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.



eurus.ge