6-02-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ჩასატარებლად შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ მარნეულის სერვისცენტრში 30 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესში სრულად ჩაერთვება.
სამინისტროს ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“ 200 ჰექტრადმდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უკვე დაამუშავა, სამუშაოები გრძელდება სოფელ კირიხლოში, სადაც კომპანიის 3 ერთეული ტრაქტორით მოხდა 100 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება.
გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.