გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში ბავშვი თანაკლასელმა დაკბინა

6-02-2019

გორის მეხუთე საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლე კლასელმა დაკბინა, – ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მოსწავლის დედამ დაუდასტურა, რომელიც ამავე სკოლაში დამლაგებლად მუშაობს.


„ბავშვი დაკბენილია, მკლავის არეში ჩემს შვილს ნაკბილარი ეტყობა. სისხლი მოსდიოდა. სკოლის დირექტორმა და მისმა მოადგილემ სასწრაფო დახმარება არ გამომაძახებინეს. დირექტორმა მითხრა, თუ გინდა ბავშვი საერთოდ გაიყვანე სკოლიდან და შენც წადი სამსახურიდანო. სასწრაფო რომ არ გამომაძახებინეს, შესაბამისად სკოლაში არც პოლიცია მოსულა”, – განუცხადა ბავშვის დედამ.


როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, უწყებაში ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინება არ შესულა.


სკოლის დირექტორმა ზურაბ ქარელმა “პრაიმტაიმთან” ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.


მე-5 სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელია, რომელიც რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა და რომელიც სამსახურიდან აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.


მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორად ქარელი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.




kvira.ge