გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზურაბ პატარაძე ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა

18-12-2017

აჭარისა მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ "გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეა 2017“- ში მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა. შეხვედრა ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში შედგა. ბათუმის სხვადასხვა სკოლის საუკეთესო მოსწავლეებს რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა ქვეყნისა და რეგიონის მომავლის საკუთარ ხედვებსა და მთავრობის პრიორიტეტებზე ესაუბრა. მისი თქმით, ახალ თაობას აქვს უნიკალური შესაძლებლობები შეიძინოს კარგი ცოდნა, დაეუფლონ უცხო ენებს, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით მიიღონ განათლება და გამოცდილება ევროპის ქვეყნების სასწავლებლებში. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარების საქმეში არის უმნიშვნლოვანესი.
„ქვეყანას ჭირდება ახალგაზრდა ლიდერები, განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა და მე მიხარია, რომ დღეს სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ვუმასპინძლე“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდა ლიდერებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.