გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მიხეილ ბატიაშვილი: ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებთ ყველა შეკითხვაზე მაქვს პასუხი

7-02-2019

„ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებთ ყველა შეკითხვაზე მაქვს პასუხი და დეტალურად წარმოვადგენ სტატისტიკას, თუ რამდენი სკოლის შემოწმება ხდება წლების მიხედვით“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატთა კითხვების საპასუხოდ, რომელის თქმით, სრულ ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე ქრონოლოგიურად წარადგენს.


„მზად ვარ კომიტეტზე წარმოგიდგინოთ მთლიანი ანგარიში და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო რა დროც არ უნდა დასჭირდეს. მე ვარ ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი და ყველა იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს, დაწყებული შემოწმებით, დამთავრებული რეფორმით , მე ვარ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი.


ჩვენი მოვალეობაა დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისას უსწრაფი რეაგირება გვქონდეს. არანაირი არჩევნების თარიღებს არ ეხება სამეურვეო საბჭოს განხილვის თარიღები. სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას. ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების თუ სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრასა და შესაბამის რეაგირებას. წესით, პარლამენტი თავად უნდა სთხოვდეს სამინისტროს, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს“ - განაცხადა მინისტრმა.