გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მიხეილ ბატიაშვილი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას კიდევ ერთხელ გამოხატავს

7-02-2019

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


„სანამ ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ ჩემი და ჩვენი უწყების პოზიციას მოგახსენებთ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალების გამო. ამასთან, ვწუხვარ იმასაც, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თუ მედიასაშუალება ცდილობს ამ ქალბატონის სახელი, მისი ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგნად აქციოს.


ასეთი შესაძლებლობა მაშინ ჩნდება, როდესაც საზოგადოება სრულ და სწორ ინფორმაციას არ ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა უწყებამ სხვადასხვა გზით არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართული დეზინფორმაციის ხმაურში სამწუხაროდ სიმართლე, როგორც ჩანს, საკმარისად ხმამაღლა არ ისმის. დღეს ჩემი მიზანია სრულად და საზოგადოების თითოეული წევრის გასაგებად გაჩვენოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა მინისტრმა.