« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
7-02-2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, დეტალურად ისაუბრა თუ რა გახდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემოწმების მიზეზი:
„ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შესახებ განცხადება სამინისტროში 2018 წლის 8 ნოემბერს შემოვიდა. განცხადებაში მითითებული იყო ინფორმაცია სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, კომერციული საქმიანობის და სხვა კანონებისა და წესების მძიმე დარღვევის ფაქტების, ასევე, სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ, კერძოდ კი - თითქოს იჯარის და ქირის შემოსავლის მიღება უნდოდა ადმინისტრაციას. აღნიშნულს და განცხადებაში მითითებული სხვა ინფორმაციის დროულად გადამოწმებისათვის, იმავე დღეს გამოიცა ბრძანება - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების შესახებ მეორე სამუშაო დღიდან - 2018 წლის 9 ნოემბრიდან 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით;
უნდა გადაგვემოწმებით თუ არა, ამას გვეკითხებნიან, დიახ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება ამგვარ საჩივარზე, ეს ჩვენი მოვალეობაა“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.