პარასკევი, ივნისი 20, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ქობულეთში ძველი მეპატრონის სახლიდან გამოსახლება მისი შეუძლოდ გახდომის გამო გადაიდო

8-02-2019

ქობულეთში დაგეგმილი გამოსახლება მას შემდეგ გადაიდო, სახლის ძველი მეპატრონე შეუძლოდ გახდა. მამაკაცს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ​თამარ მეფის 90 ნომერში, აღსრულების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სახლის ახალი მეპატრონეც მივიდა. გიორგი სლანოვი ​შენობის დაცლას და კუთვნილი ქონების ჩაბარებას ითხოვდა. მოსახლეობა კი მოლაპარაკებას სთავაზობს. ოჯახი გიორგი სლანოვს 200 ათას ლარს გადაუხდის, სანაცვლოდ კი შენობის დაბრუნებას ითხოვს. მეზობლების ინფორმაციით, სახლი 138 ათას ლარად გაიყიდა. 


მეპატრონეს მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ  ნაყიდი ქონების ჩასაბარებლად, სახელმწიფოს რეაგირებას ელოდება. 


სამ სართულიანი სახლი, ქობულეთში სანაპიროსთან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.


აჭარის ტელევიზია