გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო

8-02-2019

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალციხეში სალონების ნაწილი შეამოწმა. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დრომდე არცერთ მათგანში სამართალდარღვევათა ოქმი არ შეუდგენიათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი ამბობს, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიხედვით, მათ სალონების შემოწმება იანვრიდან დაიწყეს. 


„ჯერ ნაწილი შევამოწმეთ და რაიმე ისეთი დარღვევა, რომ ოქმი შეგვედგინა არ გამოკვეთილა. ჩვენ სალონების თანამშრომლები დავატრენინგეთ და მათ კარგად იციან ახალი რეგულაციების შესახებ. იმედია რომ დარღვევები არც სხვა სალონებში გამოიკვეთება“,– ამბობს ფატი ხაბულიანი.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, 2018 წლის შვიდ სექტემბერს დაამტკიცა. 



სამხრეთის კარიბჭე