გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1069 ლარია

18-12-2017

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2017 წლის მე-3 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1069 ლარია.

ყველაზე მაღალი თვიური ხელფასი - 1999 ლარი სამშენებლო სფეროშია, რომელსაც საფინანსო საქმიანობის სფერო მოსდევს 1861 ლარით.

საქმიანობის სახეების მიხედვით, სამთომოპოვებით მრეწველობაში საშუალო თვიური ხელფასი 1337 ლარია; დამამუშავებელ მრეწველობაში - 918 ლარი; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება, განაწილებაში - 1224 ლარი; ვაჭრობასა და ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტში - 935 ლარი; სასტუმროებსა და რესტორნებში - 818 ლარი; ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში - 1329 ლარი; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაში - 1221 ლარი; სახელმწიფო მმართველობაში - 1296 ლარი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურიდახმარების სფეროში - 958 ლარი; კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში - 838 ლარი.

ყველაზე მცირე ანაზღაურებაგანათლების სფეროშია - 565 ლარი;სოფლის მეურნეობაში, ნადირობასა და სატყეო მეურნეობაში - 742 ლარი;თევზჭერა, მეთევზეობაში - 780 ლარი.

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ერთსულიანი ოჯახის თვიური საარსებო მინიმუმი 155 ლარია, ოთხსულიანი ოჯახის 311 ლარი, ექვსულიანი ოჯახის კი 414 ლარი.

წყარო: reginfo.ge

http://www.reginfo.ge/people/item/4251-saqartveloshi-dasaqmebulta-sashualo-tviuri-xelpasi-1069-laria