გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სადახლოსა და წითელ ხიდზე 12 880 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

11-02-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 12 880 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, სამართალდამრღვევ აზერბაიჯანის მოქალაქეს შ.მ-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.