გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის სასამართლოში დღეს ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე იმსჯელებენ

12-02-2019

რუსთავში, რამდენიმე დღის წინ, 13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.


ბრალდებულს, ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. სასამართლო სხდომამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება.