გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სკანდალური კორუფციული სქემები და დიდი ფულაობა „ოცნებაში“ - ვინ და როგორ იგებს სახელმწიფო ტენდერებს

18-12-2017

დიდი დაპირისპირება „ოცნებაში“- ქართული პოლიტიკისთვის დეკემბერი საკრარული თვეა. გარდა იმისა, რომ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ მარტივ მამრავლებად იშლება, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილსა და მომღერალ გია გაჩეჩილაძეს შორის ტენდერების თემაზე დაწყებული ღია ომი კიდევ უფრო სერიოზულ მასშტაბებს იღებს. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ მმართველი გუნდი პარლამენტში „ხეჩიკისტებად“ და „გრეჩიხისტებად“ დაიყვნენ.


არსებს დაშლის მეორე ვერსიაც - დეპუტატებს მადა გაეხსნათ და ის სიკეთეები მოუნდათ, რაც ფრქციას ახლავს: დამატებითხელფასი ფრაქციის 2 თავმჯდომარისთვის, სამსახურებრივი მანქანებები თავისი საწვავით და სხვა...

კვირიკაშვილს წყალი ჯერ კიდევ მაშინ შეუდგა, როცა მისი მიყვანილი ჯეჯელავა საერთო კრიტიკის ობექტი გახდა. ახლა კი დღის სინათლეზე ამოტივტივდა ტენდერების თემა...

დაპირისპირება „უცნობსა“ და პრემიერს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც გია გაჩეჩილაძემ ღიად განაცხადა, რომ მისი სიძის კუთვნილი კომპანია მიზანმიმართულად იჩაგრება და ტენდერებში მხოლოდ ის კომპანიები იმარჯვებენ, რომელსაც მთავრობა ლობირებს. მან კონკრეტული რიცხვებიც დაასახელა.

„უცნობის“ ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 127 საავტომობილო ტენდერიდან 57-ში მხოლოდ თითო მონაწილე იყო და, ჯამში, მათ 21 მილიონი მიიღეს, დანარჩენი 70 ტენდერი კი, სადაც კონკურენცია შედგა, სულ 8 მილიონის იყო. ორივეგან ყველაზე მეტი შეკვეთა სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებს ერგოთ. მეორე იყო „ჰიუნდაი“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშია გოგი თოფაძის შვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებლი კარტერულ გარიგებები „უცნობისთვს“ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პრობლემა მისი ოჯახის წევრს შეეხო. არადა, კორუცფიული გარიგებებზე „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე ბოლო წლებია, აქტიურად აქვეყნებს მტკიცებულებებს.

ენუქიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობს, რომ „გაჩეჩილაძის პრეტენზიას კანონიერი საფუძველი აქვს“.

„შესყიდვებში არსებული პრობლემის კიდევ ერთი მაგალითია ახლანდელი სკანდალი გაია გაჩეჩილაძის ოჯახსა და შესყიდვების სააგენტოს შორის, რომელშიც უნებლიეთ პრემიერ-მინისტრიც აღმოჩნდა ჩართული. ამ საქმემ მხოლოდ გამოაშკარავა ის პრობლემები, რომლებიც ამ სფეროში არსებობს და საზოგადოებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს ამაზე ლაპარაკი.

კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ დისკვალიფიცირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის (ბრძანება №9) 2011 წლის 7 აპრილის განკარგულებით, მე-13 მუხლის მე-2 „ა“ პუნქტის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს, რომ თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

პრეტენდენტისთვის, ანუ „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთვის“ შესყიდვის მიცემის საფუძვლად ფიქსირდება სპეციალური სასწრაფო სამედიცინო დანიშნულების ავტომობილების აღჭურვის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომპანია „სიტროენის“ და მისი პარტნიორი კომპანიების ხარისხის ეჭვქვეშ დაყენება ნამდვილად არაა გონივრული ნაბიჯი. არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ 5-წლიანი გამოცდილება ნამდვილად არ წარმოადგენს ხარისხის გარანტს,“ - აცხადებს ენუქიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი შესყიდვებში კარტელური გარიგებებზე საუბრისას ევროკავშირის პროექტის გუნდის ლიდერის, აურელიო ლა ტორეს კომენტარს იშველიებს: ზოგჯერ კომპანიას უჭირს, ამოიცნოს, არის თუ არა ბაზრის კეთილსინდისიერი მოთამაშე. ხშირად კონკურენტები თვალთმაქცობენ ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში, მაგრამ მათი გამოვლენა სუსტი ანტიმონოპოლიური სიტემის გამო შეუძლებელია.

ამას აჩვენებს ჩვენი შეხვედრები ბიზნესთან. ხანდახან შესაძლებელია ტენდერის დროს სამი კომპანია შეთანხმდეს ფასზე და მათგან ერთ-ერთმა გაიმარჯვოს. მთავრობისთვის წარსადგენი რეკომენდაციების მიზანია თვალთმაქცობის ლიმიტის შემცირება და საქართველოში საუკეთესო ანტიმონოპოლისტური პრაქტიკის დამკვიდრება.“

კარტერულ გარიგებებზე ინფორმაციას ფლობენ საერთაშორიო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია კიდევ ერთმა ფაქტმა. ყველას გვახსოვს გიორგი შარაშიძისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი ლილოში, რაზეც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა, მაგრამ სიმართლე შარაშიძის მხარესაა.

საყურადღებო აქ ერთია: რატომ მაინცდამაინც დღეს და რატომ ფიგურირებს ამ საქმეში კვირიკაშვილის სახელი?

ძალიან კარგია, რომ ეს თემა აქტუალური ხდება და ადამიანები ღიად იწყებენ ლაპარაკს არსებულ პრობლემებზე, თუმცა კონკრეტულად ამ ვითარებას მაინც არასასიამოვნო ელფერი დაჰკრავს, განსაკუთრებით, თუ გავითვალიწინებთ ბატონი გაჩეჩილაძის მინიშნებებს მეგობრობაზე, სატელეფონო გზავნილებზე... ისევ და ისევ პატრონაჟზე ქართულ ბიზნესში"- აღნიშნავს ენუქიძე.

ქეთევან ენუქიძემ „ნიუპოსტს“ იმ კომპანიების ჩამონათვალიც გააცნო, რომელიც საქართველოს ყოფილ პრემიერთანაა დაკავშირებული და რომლებსაც ხელისუფლება მწყავე ბართს უჩვენებს:

"ჩვენი საზოგადოება მიეჩვია, რომ ცნება „ტენდერი“ აუცილებლად დაკავშირებულია კორუფციის რისკთან და ამის მიზეზი რამდენიმეა. ყველაზე გამოკვეთილი გამარტივებული შესყიდვის პროცენტული მაჩვენებელია, რომელმაც 2016 წლის მონაცემებით, 37% შეადგინა, 5%-ით მეტი წინა წელთან შედარებით. კანონი არეგულირებს ამ ტიპის შესყიდვას, მაგრამ ხშირად კითხვის ნიშნები ჩნდება მისი გამოყენების მართლწომიერებასთან მიმართებით.

მოგეხსენებათ, გამარტივებული შესყიდვა გამოყენებული უნდა იყოს შემდეგი პირობით: სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შესყიდვის გამოცხადებიდან საჭირო კანდიდატის მოძებნამდე საკმაოდ დიდი დროა და ტენდერის ჩატარების შესაძლებლობაც თვალნათელია. ამ ტიპის შესყიდვას კიდევ ერთი შეზღუდვა აქვს: თუ საჭირო თანხა აღემატება 200 000 ლარს, საჭიროებს მთავრობის მეთაურის სპეციალურ განკარგულებას.

რამდენიმე კითხვა ჩნდება: რომელ კომპანიებს და, რაც მთავარია, რის საფუძველზე ენიჭებათ გამარტივებული შესყიდვით სარგებლობის პრივილეგია?

ეს კომპანიები კარგად ასრულებენ საქმეს? ამას დაბეჯითებით ვერ ვიტყოდით. უამრავი ფაქტი გვაქვს, როდესაც ორი თვის შექმნილ კომპანიას მისცეს გამარტივებული შესყიდვა. ამავე დროს, დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები - სად პოულობენ ამ კომპანიებს? რომელ წრეში? არის შემთხევები, როდესაც კომპანიები საქართველოს ფარგლებსგარეთ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ ჩვენს შემსყიდველებს სულაც არ უჭირთ მათი მოძებნა.

ერთ საინტერესო მაგალითს მოვიყვან და გავიხსენებ კომპანია „ნიუ-როუდსს“, რომელსაც დამცავი სამუშაოებისათვის სარფში 4 068 000 ლარის შესყიდვა გაუფორმდა, კომპანიის დამფუძნებელი კი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე გახლავთ. ეს ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითი, რომელშიც პროკურატურამ გამოძიებისათვის საჭირო არგუმენტები ვერ დაინახა. ასეთი შემთხვევა უამრავია.

ჩვენი დაკვირვებით, მსხვილბიუჯეტიანი გამარტივებული შესყიდვებით განსაკუთრებით ხშირად სარგებლობენ „ინფრასტრუქურის მშენებელთა ასოციაციაში“ გაერთიანებული კომპანიები.

“ზიმო”, „ინ-სი“, “ანაგი”, “ელიტა ბურჯი”, “ფერი”, “დაგი”, “სამშენებლო კომპანია #1”, “კავკასუს როუდ პროჯექტი”, “სერვისი”, “თბილი სახლი”, “ტრანსმშენი”, “პალადა”, “წყალკანალრემმშენი”, „ენსისი“, “კომფორტმშენ XXI”,„ერისიმედი“, „ხომერიკი და კომპანია“, „Bauer Georgia Foundation Specialists“, „ალბატროსი“, “საქენერგორემონტი”, „დორო გრუპი“, „ჯეუ გრუპი“, „ბაზალტ ფაიბერსი“, „რებასი“, „L&L”, “GrG”, “BNG”,“ჯორჯიან ენერჯი“, „ნიუ ბილდინგ ენერჯი“, „კუბიკი“, „სპეცჰიდრომშენი“, „ელიტ მოტორსი“, „ნექსია თიეი“, „ალიანსი“ „არალი“.

ამ კომპანიებიდან ზოგიერთი საქონლის შემომტანია და ყველა არ მონაწილეობს შესყიდვებში, თუმცა ასოციაციაში გაწევრიანებულია რამდენიმე განსაკუთრებით ძლიერი კომპანია, რომლის სახელი კარგადაა ცნობილი. ასოციაციის წევრია, ასევე, ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯიც“. საინტერესოა, რომ ამ ამხანაგობის წევრებს ნახავთ „ქართული ოცნების“ დამფინანსებელთა სიაშიც.

გამარტივებული შესყიდვის გარდა, არსებობს, ასევე, მორგებული ტენდერის და ტენდერებში შეთანხმების ფაქტები. მორგებული ტენდერების მაგალითებს ვხედავთ უცნაურ წინაპირობებში. მაგალითად, მოთხოვნებში, რომ კომპანიას უნდა ჰქონდეს 2500 მეტრზე მუშაობის გამოცდილება (რაც გამორიცხავს, თუნდაც, 2400 მეტრზე მუშაობის გამოცდილებას). უნდა ჰყავდეს ინჟინერი 5-წლიანი გამოცდილებით. არის უფრო კონკრეტული მოთხოვნები - მანქანის ფერი და გარკვეული ტიპის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

კორუფციის რისკი ასეთი ტიპის შესყიდვებში საკმაოდ მაღალია და დამსახურებულად იწვევს მოქალაქეების ეჭვს, მით უმეტეს, რომ პრაქტიკულად, არ გვაქვს გამოძიების ერთი ფაქტი, რომელიც სიმართლეს დაგვანახვებდა და კითხვებზე პასუხს გაგვცემდა,“ - ამბობს ენუქიძე.

გარდა ამისა, ორანიზაცის ხელმძღვანელი, ორბელიანის მოედანის რეაბუილიტაციასაც ეხება და აღნიშნავს, რომ მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია გამარტივებული შესყიდვით მიმდინარეობს.

„ეს არ ყოფილა ტენდერი და სამუშაო გადაეცა კომპანიას - „ინ-სი“. პროცესი უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 29 სექტემბერს, მაგრამ 22 ნოემბერს პროექტში შეიტანეს ცვლილება და დასრულების ბოლო ვადად მითითებულია 15 დეკემბერი. ღირებულება თავიდან იყო 8 604 724 ლარი, დღეს კი შეადგენს 9 465 189 ლარს. განსხვავება 860 465 ლარია.

„ინ-სი“ საინტერესო კომპანიაა და აი, რატომ: 2016 წლის არჩევნების წინ, მისმა მფლობელმა, ზვიად თოიძემ 50 000 ლარი გადაურიცხა „ქართულ ოცნებას“. ამავე დროს, მის სახელთანაა დაკავშირებული რამდენიმე მსხვილი პროექტი. ყველაზე გამორჩეული გახლავთ „ვარდების ბაღიდან“, აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრუკენის მოედნამდე მონაკვეთი და მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპზე, 2016 წლის 15 თებერვლის განკარგულებით, ჩარიცხულია 7 574 083 ლარი (თავიდან მითითებული 6 960 206 ლარის ნაცვლად), მეორე ეტაპზე ამავე წლის 26 ივლისის განკარგულებით, 3 009 880 ლარი. ამავე ქუჩების რეაბილიტაციაში მონაწილეობდა კიდევ ერთი ფავორიტი კომპანია „დაგი“, ის არემონტებდა ქუჩების მეორე მხარეს (ლუწ ნომრებს). და იმავე დღეებში გაუფორმდა ხელშეკრულებები. პირველ შესყიდვაში მიიღო 7 279 011 ლარი (ნაცვლად 6 663 999 ლარისა), ხოლო მეორეში 4,476 484 ლარი.

კონკრეტულად ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების და წყალგაყვანილობის სისტემის გამოცვლა, თუ გავითვალისწინებთ მილების ზომებს და ტერიტორიას, აღძრავს ეჭვს, რომ ეს სამუშაოები მიმდინარეობს, პირველ რიგში, „პანორამა თბილისის“ 7- ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის და არა - ამ ქუჩაზე ცხოვრები მოსახლეობისათვის, რომლია სახლების კედლები დაიბზარა და ფუნდამენტი დაზიანდა.

ამ პროექტში ჩართულია კიდევ ერთი კომპანია „ჯეუ გრუპი“. მისი დირექტორია ნინო კიკაბიძე, „ქართული ოცნების“ შემომწირველი 2017 წელს, 25 000 ლარით. 2017 წლის 10 ოქტომბერს მას გაუფორმდა ხელშეკრულება ათონელის მოედნის მიმდებარე ქუჩების ასფალტობეტონის დაგების სამუსაოებზე. საყურადღებოა, რომ თავად პროექტი უნდა დასრულდეს 15 დეკემბერს და ისე, რომ არ იყო გათვალისწინებული ვადის გადაწევა (რაც ხელშეკრულების პირველი პირობის დარღვევაა და, ასევე, გამარტივებული შესყიდვის მოტივსაც კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს). ასევე, პრემიერის განკარგულება ამ სამუშაოზე გაცემული იყო ჯერ კიდევ 6 მარტს (#409).

„ჯეუ-გრუპთან“ დაკავშირებულია კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც, რისთვისაც 400 ძირი ხის მოჭრა გახდა აუცილებელი. ეს ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 27 აპრილს 4 993 986 ლარის თანხაზე, საბოლოოდ კი გადახდილია 5 137 565 ლარი.

გამოდის, რომ არათუ დარღვეულია ტენდერის უმთავრესი პირობა - შეთანხმება მოხდეს დაბალ ფასზე, არამედ გამარტივებული შესყიდვით ეს სამუშაო უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი"- განაცხადა „ნიუპოსტთან“ ქეთევან ენუქიძემ.

წყარო: newposts