12-02-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 საზოგადოებრივი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 419 544.00 ლარია.
სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მერია შეისყიდის უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ერთი მარკა/მოდელის, კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი. გამოშვების წელი: არანაკლებ 2018.
თითოეული ავტობუსის მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 6000 კმ-ს.
კიდევ ერთი სატენდერო პირობაა, - ხმის გამაძლიერებლები მგზავრთა განყოფილებაში, ხმის თანაბრად გავრცელებისთვის და მიკროფონი - მძღოლის კაბინაში.
ავტობუსი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.