გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამერიკის უდიდეს ნავთობის კომპანიას ფოლადის მილებს მიაწოდებს.

13-02-2019

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ აშშ-ს უდიდეს ნავთობ კომპანიასთან Exxon Mobil-თან მილების მიწოდებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ქარხანამ ამერიკაში მილების ექსპორტი შარშან დაიწყო. აშშ-ს მიერ ფოლადის ნაკეთობების იმპორტზე შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, რუსთავი აგრძელებს ექსპორტს ამ ქვეყანაში.


გაყიდვები ფართოვდება ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც. ახლახანს რუსთავმა, მკაცრი კონკურენციის პირობებში, ხელშეკრულება გააფორმა უკრაინის სახელმწიფო გაზის მომპოვებელ კომპანიასთან.


რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რამოდენიმე წელია მილებს ყიდის ევროკავშირის და ჩვენი რეგიონის ბაზრებზე. ფოლადის უნაკერო მილი ტექნოლოგიურად ყველაზე რთული ინდუსტრიული პროდუქტია, რაც კი საქართველოს განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტზე გაუტანია. წელს დაგეგმილია ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება. გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის არსებულ კლიენტებს დაემატება სამხრეთ კორეისა და ინდოეთის მომხმარებლები.



inforustavi.ge