გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის აეროპორტში მგზავრს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 48 აბი მედიკამენტი აღმოუჩინეს

13-02-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ , ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ი.ტ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (48 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.


საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.


დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.