გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

წელს ქვეყნის მასშტაბით ექსპლუატაციაში 10 ჰესი შევა

13-02-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მსხვილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.


გიორგი ქობულიას ინფორმაციით, 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 10 ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 94,8 მგვტ. იქნება. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის „გარდაბანი 2“- ის ექსპლუატაციაში გაშვებაზე, ასევე 50 მგვტ ქარისა და 5 მგვტ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყებაზე, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება.


„აღნიშნული ენერგეტიკული პროექტები უკვე 2019 წელს მოგვცემს მნიშვნელოვან მომატებას ჩვენი გენერაციის და შეიტანს საგრძნობ წვლილს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.