14-02-2019
სენაკის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება. საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, რომლის ჯამური სატენდერო ღირებულება 2 685 752 ლარს შეადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის დასახელება ასეთია:
ქალაქი სენაკი:
კოლხეთის ქუჩის ასფალტირების სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით 263236 ლარი.
კანკიას ქუჩის მეორე შესახვევის, ნუცუბიძის ქუჩის დამაკავშირებელი ხოფერიას ქუჩამდე გზის მონაკვეთის ასფალტირება და ქუთაისის ქუჩის ბოლოში დედათა მონასტრის მიმდებარედ რკ. ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით 101599 ლარი.
ნუცუბიძის განშტოების ასფალტირება კანკიას ქუჩამდე სავარაუდო ღირებულებით 56438 ლარი.
ჩხეტიას ქუჩის პირველი ჩიხის ზედა მონაკვეთის და სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით 227761 ლარი.
თბილისის ქუჩის მეორე შესახვევში (დ. აღმაშენებლის ქუჩამდე) რკინა-ბეტონის და ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით 105186 ლარი.
თედო სახოკიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით 203544 ლარი.
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები:
ძვ სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. კოტიანეთის ზემო კოტიანეთის საავტომობილო გზის ასფალტირების სამუშაოები-სავარაუდო ღირებულებით-361537 ლარი მ/შ 2019 წელს 195000 ლარი, 2020 წელს 166537 ლარი
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. რეკიდან სოფ. ბათარიის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები-სავარაუდო ღირებულებით-500258 ლარი, მ/შ 2019 წელს 255030 ლარი, 2020 წელს 245228 ლარი.
გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. წყემის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები-სავარაუდო ღირებულებით-384836 ლარი, მ/შ 2019 წელს 180000 ლარი, 2020 წელს 204836 ლარი.
ძვ სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის კოტიანეთის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე ხიდბოგირის მოწყობის სამუშაოები-სავარაუდო ღირებულებით-271521 ლარი, მ/შ 2019 წელს 130000 ლარი, 2020 წელს 141521 ლარი.
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. სახარბედიოში საუბნო გზის ასფალტირება და კიუვეტის მოწყობის სამუშაოები-სავარაუდო ღირებულებით-82748 ლარი. 2019 წელს სრულად.
ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. დიდი ხორშის ცენტრალურ გზაზე ხიდის რეაბილიტაცია და სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე რკინაბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები-სავარაუდო ღირებულებით-127088 ლარი. 2019 წელს სრულად.