გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ახალციხეში ავარიის გამო 800–მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

14-02-2019

ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე, საპირისპიროდ მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა დენის ბოძი, რის გამოც 800–მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა


შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან სწარაფად მოძრავ „მერსედესს“ "ბე–ემ–ვე" შეეჯახა, რის გამოც „მერსედესის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ის ჯერ ნაგვის ურნას, შემდეგ კი დენის ბოძს შეეჯახა. 


„მერსედესში“ მხოლოდ მძღოლი იჯდა, „ბე–ემ–ვე–ში“ კი ორი კაცი. ბე–ემ–ვე“ უხვევდა და ქალაქის მხრიდან წამოსულ „მერსედესს“ შეეჯახა. სასწრაფო მოვიდა, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანა არავის დასჭირვებია“, – ამბობს ერთ–ერთი თვითმხილველი.


შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 


„ენერგო–პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად ის სადენი დაზიანდა, რომელიც დენს ურავლის ხეობას აწვდიდა: „ფიდერია გამორთული, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, შემდეგ დაიწყება აღდგენა, ზუსტად ვერ გეტვით, როდის მივაწოდებთ მოსახლეობას ელექტროენერგიას“, – აცხადებენ კომპანიაში.