გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საქართველოს რეგიონებიდან, ყველაზე მეტი აივ ინფიცირებული სამეგრელოშია რეგისტრირებული

14-02-2019

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის 28 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აივ ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა, დედაქალაქში, თბილისში ცხოვრობს. რაც შეეხება რეგიონებს, ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით პირველ ადგილზეა სამეგრელო. მას მოსდევს იმერეთისა და აჭარის რეგიონები. რაოდენობრივად, ყველაზე ცოტა აივ ინფიცირებული რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია რეგისტრირებული.


აჭარა: 834;

სამეგრელო: 947;

იმერეთი: 924;

ფოთი: 110;

კახეთი: 358;

აფხაზეთი: 473;

ქვემო ქართლი: 385;

შიდა ქართლი: 279;

მცხეთა-მთიანეთი: 103;

რაჭა-ლეჩხუმი: 15;

სამცხე-ჯავახეთი: 107;

გურია: 157;

სვანეთი: 35.


ინფიცირებულთა შორის 87 უცხოელია, ორ შემთხვევაში კი, ადგილმდებარეობა დაუზუსტებელია. 


საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.