გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

14-02-2019

მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით მანდატურების ორი ცენტრის მშენებლობა იგეგმება, მათ შორის ერთი სამცხე–ჯავახეთში იქნება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ბორჯომში, კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ცენტრში იქნებიან ფსიქოლოგები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ბავშვებთან იმუშავებენ. 

ბორჯომში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა 13–დან 15 თებერვლის ჩათვლით იმართება. დღევანდელ სხდომას განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც ესწრება. 

კომიტეტის წევრები დღეს ოთხ საკითხს იხილავენ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის სამოქმედო გეგმა და არსებული გამოწვევები საკანონდებლო კუთხით; მანდატურის სამსახურის 2019 წლის სამოქმედო გეგმა; შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქმედო გეგმა; განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2019 წლის სამოქმედო გეგმაზე და არსებულ გამოწმცეცებზე საკანონმდელობ კუთხით; სხდომა 09:30 საათიდან სასტუმრო ქრაუნ პლაზაში მიმდინარეობს და 19:00 საათზე დასრულდება. 

სამხრეთის კარიბჭე