გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთში ჯუნეწერი-ჩიბათისა და ნიგვზიანი-ნინოშვილის დამაკავშირებელი გზები დაიგო

14-02-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარენ, ბესიკ ტაბიძემ გვიმბალაურისა და ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

გვიმბალაურში, ჯუნეწერი-ჩიბათის დამაკავშირებელი გზა დაიგო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე რთული ვითარება იყო დაარსებობდა ორ სოფელს შორის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილების პრობლემა.

სამუშაოები შპს „საგზაომ“ შეასრულა, რისთვისაც 948 000 ლარი დაიხარჯა. 

რაც შეეხება ნიგვზიანს, აქ 4,3 კმ-ზეა დაგებული ასფალტის საფარი. სამუშაოები შპს „AWARD“-მა შეასრულა. 

აღნიშნული გზა ორ სოფელს, ნიგვზიანსა და ნინოშვილს აკავშირებს. სამუშაოების ჩასატარებლად 715 313 ლარი დაიხარჯა.