გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხეში ცოლის მიმართ მუქარისთვის კაცს პატიმრობა მიუსაჯეს

15-02-2019

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ცოლის მუქარაში ბრალდებული მამაკაცის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ცოლის მიმართ მუქარაში ბრალდებული მამაკაცის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს.


მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ბრალებულს ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალებული პირი სასამართლო დარბაზში დააკავეს.


საქმე ეხება 27 წლის კაცს, რომელსაც სასამართლომ ცოლის ქამრით ცემისთვის ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, თუმცა, საპატიმროს დატოვებიდან თვენახევარში იგი ცოლის მუქარისთვის ისევ დაიჭირეს. მაგრამ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან მეორედაც გაათავისუფლეს, მას გირაო 5 000 ლარი შეეფარდა.


პირველი შემთხვევისაგან განსხვავებით, ბრალდებული ბრალს ამჯერად არ აღიარებს. 


სამხრეთის კარიბჭე