9-11-2017
ვაი, ჩვენს თავს, ჩვენი მერყოფილი უკვე მეორეჯერ ჩარჩა მეორე ტურში. ისე კი ,,გადაასკტკლიცა,, ოფლი მთელ მთავრობა-უშიშროებას და გაუმწარა სიცოცხლე მთელ სამძახლო-სანათესაოს - ,,აბა მიშველეთ,,, ,,არიქა, გამიყვანეთ,, და ,,ვაიმე, არ დამიჭირონს,, ძახილით. შენ, ჩემო კარგო, ,,ხისტი,, ხარ თუ ,,პოლიტმაზოხისტი,, ან თავს რად იწვალებ, ან სხვას რას ერჩი, რას დაარბენინებ ამ ქვეყნის მოამაგე ხალხს რიკოთის გვირაბში წამდაუწუმ და იქით-აქეთ.
ახლა ახალი ამბავიც გავიგეთ - ,,ორ-ტურამ,, დიდის ამბით მოახსენა ფაროსანასაგან დაჭმულ ოზურგეთლებს - აგერ, ამ ქუჩებს რომ ხედავთ, კაფე-ბარებით გავავსებო. კაია ბუტკებით ფეხადგმული ახლა კაფე-ბარისკენ მიდის. ისე, ზოგმა კი იკითხა თურმე, აი, კაცი ჭკუაზე თუა მაგის მოცემული თხუთმეტი ლარით ვინ შეგიშვებს კაფეშიო. მარა მალე დააწყნარეს - ერთი სახინკლეა მაგენის ოფისის პირდაპირ და შესასვლელში ტროტუარი, რომ ჩაუვარდა ერთი წელი ვერ გააკეთა და მაი რაის გამკეთებელია არ შეგეშინდესო.
დასამშვიდებლად გეტყვით, რომ ,,მერყოფილი,, კი გვაყვას ,,ორ-ტურა, მარა სამაგიეროდ პარლამენტარი გვყავს ,,სწრაფ განმავითარებელი,, და ,,ერთ-ტურა,, ისე ის ხალხი, რომ არ დახმარებოდა ახლა, რომ ებრძვის მაგიც ,,ორ-ტურა,, იქნებოდა თურმე. როგორც გურიაში იტყვიან ბაღანაკაცია, რაც შეეძლო გაუკეთა, კი გახსნის მაი კაცი კაფე-ბარსო თქვა და გაახარა ხალხის გული.
ჩვენო ,,სწრაფ განამავითარებელო", მერყოფილი კია ,,ბღეზიანი,, მარა მაინც კაია, სრულიად უშაქრო და დაბალპროცენტიანია, წაიყვანოთ ეგება თბილისში, თქვენც გაიხარებთ და ჩვენც.
წყარო: "გურიის მოამბე"