ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლის ჩასაქრობად 20-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. მათ შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
„ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები.საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლეს“, - განაცხადეს შსს-ში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.
წყარო: reginfo.ge