გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მარნეულში ხრამ არხის სარწყავ სისტემას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

17-02-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


სარემონტო სამუშაოები უტარდება არხის 12 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთს, რომლის ძირი და ფერდები არმატურის ბადითა და მონოლითური ბეტონით ეწყობა.

რეაბილიტაცია უტარდება ასევე, სარწყავი სისტემის წყალგამშვებ ნაგებობებს, ხიდებსა და აკვედუკს.


სამუშაოების გასაცნობად ქვემო ქართლში შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია იმყოფებოდა.


აღნიშნული მონაკვეთის აღდგენა სოფელ ხიზილაჯლოს, ქ.მარნეულის, საბირკენდისა და ალგეთის 4 075 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვას გააუმჯობესებს.

სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის 2,140,624 ლარია გამოყოფილი.


შპს საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, ქვემო ქართლში, ასევე, მიმდინარეობს, იმირასანის, აღმაშენებლისა და ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ წყალუზრუნვეყოფილი გახდება დამატებით 1370 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 4485 ჰექტარზე გაუმჯობესდება.