სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებნი, იუსტიციის სახლებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან. სამმხრივ შეთანხმებას ხელი მიხეილ ჩხენკელმა, თეა წულუკიანმა და ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს.
პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენერებისთვის დახელოვნების ორი კურსის ჩატარდება და 22 ინგლისური ენის მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის. გარდა ამისა, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, ინგლისური ენის ექვსი კლუბი მოეწყობა, სადაც, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებიდან ბავშვები, სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან კლასგარეშე გაკვეთილებს, ისარგებლებენ რესურსცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინრესურსებით, აუდიო თუ ვიდეომასალით და მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კონკურსებში. ინგლისური ენის კლუბებში, ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, ასევე, მოეწყობა ინგლისური ენის პროფესიული ტრენინგსემინარები.
პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები საქართველოს მასშტაბით პედაგოგებს გადაამზადებენ, რაც ინგლისური ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს.
წყარო: "პია"