გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბორჯომის პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

18-02-2019

ბორჯომის მერიამ დაინტერესებული პირებისთვის, ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების მიზნით, კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. 


საკონკურსო პირობების მიხედვით, შემუშავებული კონცეფცია უნდა მოიცავდეს ბორჯომის ცენტრალური პარკის განვითარების გრძელვადიან ხედვას, პარკის პერსტექტივაში გაფართოების ზონებს, სარეკრიაციო ფუნქციის განვითარებას, მწვანე პარკირების ზონას და ასევე, ინფრასტრუქტურის მოწყობის გეგმას. 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს, საინიციატივო ჯგუფებს, სხვადასხვა კომპანიას, ურბანისტებს, არქიტექტორებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 


მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური ნაშრომები. 


საკონკურსო ჟიური დაკომპლექტებული იქნება 10 წევრისგან. საუკეთესო კონცეფციას ბორჯომის მერიისა და საკრებულოს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, ბორჯომის საპატიო მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი ბიზნესმენები შეარჩევენ. 


კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით, 3 000 და 2 000 ლარი გადაეცემათ მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს.


კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. განაცხადები 15 თებერვლიდან 15 მარტამდე მიიღება. 


სამხრეთის კარიბჭე