გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2018 წელს საქართველოში ცოფით ორი ადამიანი დაავადდა

18-02-2019

2018 წელს საქართველოში ცოფით დაავადების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჩეკურიშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხსენების დროს განაცხადა.2018 წელს საქართველოში ცოფით დაავადების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჩეკურიშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხსენების დროს განაცხადა.


მისი თქმით, მაშინ, როცა ზედიზედ, სამი წლის განმავლობაში ადამიანების ცოფით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, 2018 წელს ეს ტენდენცია დაირღვა.


„ბოლო 2015-2016-2017 წლებში ვამაყობდით, რომ ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ სამწუხაროდ, შარშან დაფიქსირდა ორი შემთხვევა - ზუგდიდის რაიონში მცხოვრები ქალი გადავიდა გალის რაიონში და ტყეში გარეულმა ტურამ დაგლიჯა. მეორე იყო ნაგავსაყრელზე, სადაც ადამიანი ცხოვრობდა და ცოფით დაავადდა. შარშან წინა წლების კარგი სტატისტიკა დაგვერღვა“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა.


ინტერპრესნიუსი